დღის ფოტო: უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი კლიმენტი გადაეღობა რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლებს ალყაშემორტყმულ უკრაინულ სამხედრო ბაზასთან ყირიმში.
გერმანელმა ქიმიკოსებმა შეძლეს მსოფლიოში ყველაზე იდუმალი დელიკატესის აღმოჩენა - უძველესი ჩინური ყველი. მიუხედავად ამისა, მისი შემადგენლობის ძირითადი ინგრედიენტები ჯერჯერობით ამოუცნობია - „დელიკატესი“ 3,5 ათასი წლის განმავლობაში სარკოფაგში მუმიასთან ერთად ინახებოდა.
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საკუთარ ადმინისტრაციას მოუწოდებს სწრაფად იმოქმედონ უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად-ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდი იტყობინება.
უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ყირიმში პროვოკაციებს ახორციელებენ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალიზება მოახდინონ.
ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებთ, რუსეთის ქმედებები მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დაიკეტა.
უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრი არ არის, მიუხედავად ამისა, პირველ მარტს გამართულ შეხვედრაზე ტიმოშენკომ მონაწილეობა მიიღო
უკრაინის 191-ე სასწავლო საზღვაო სამხედრო ნაწილში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და უკრაინელებს იარაღის გადაცემა სთხოვეს.
ნიუ იორკში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის აგრესია და სამხედრო მოქმედებები დაგმეს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთთან „ცივილიზაციურ ბრძოლას“ აწარმოებს და „დამარცხების უფლება არ აქვს“.