დავით უსუფაშვილი: როდესაც ტანკებია დაქოქილი, განცხადებებით ფონს ვერ გავალთ

Image

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა.

 

უსუფაშვილის განცხადებით, მაშინ „როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ“:

 

„მინდა ყველას ვთხოვო გაითვალისიწნოთ იმ საკითხის სირთულე, რაც უკრაინაშია შექმნილი. საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა ყველა შტომ, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად ცალსახა პოზიცია გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარის დარღვევა. ამ საკითხებში არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს

 

როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ და ყოველწუთიერ რეჟიმში ახორციელებს ქმედებებს იმ ჩარჩოებში, რაც გამოხატულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ეს არის უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ურთიერთობის კუთხით. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩვენ ვახორციელებთ ყველა შესაძლო ქმედებას და ასევე, ვუზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ეს არ ხდება ძალიან შორს და არ ხდება ისეთი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენთან", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !