
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს იგორ ტენიუხს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა და საქართველო თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეფონით უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება.
მხარეებმა საქართველო- უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრები შეთანხმდენენ, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.