
უკრაინასთან ერთი წლის წინ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვიწყებთ ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ,- ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "ტვიტერში" დაწერა.
ინფორმაციას ,,Интерфакс -ი“ ავრცელებს: მედვედევის განცხადებით ყირიმსა და ტამანის ნახევარკუნძულს შორის იაფი გზის გაკეთების სურვილი როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას აქვს. ეს ამ ორ ქვეყანას დამატებით ვაჭრობისა და საერთო პროექტების წამოწყების საშუალებას მისცემს.
ამასთან, რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინა არის და იქნება რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი.
"უკრაინა იყო, არის და იქნება რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ადრე ხელმოწერილი ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ", - დაწერა დიმიტრი მედვედევმა "ტვიტერზე".
როგორც ცნობილია, სამ მარტს პრორუსულმა სამხედრო ძალებმა ქერჩის საბორნე გადასასვლელი ჩაიგდეს ხელში და აკონტროლებენ.