
"ოსკარით“ დაჯილდოვების ცერემონიალზე უკრაინის მხარდამჭერი ლოზუნგი გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დასავლურ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯილდოს გადაცემის შემდეგ, სცენაზე ასულმა მსახიობმა ჯარედ ლეტომ უკრაინისა და ვენესუელას მოსახლეობას მიმართა სიტყვებით: „უკრაინისა და ვენესუელას აქციის მონაწილეებო, ჩვენ დღეს თქვენზე ვფიქრობთ“.