
პრორუსული მიტინგის მონაწილეები, დონეცკში, საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმს ახდენენ,- ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შეჭრას ასამდე ადამიანი ცდილობს, რამდენიმე ასეული მომიტინგე კი შენობის გარეთაა შეკრებილი.
გამოცემის ცნობით, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შიდა ეზო დაიკავეს. თავის მხრივ, მილიცია ცდილობს შენობაში მყოფი ჟურნალისტების გამოყვანას. შენობაში საოლქო საბჭოს დეპუტატები იმყოფებიან, რომლებიც სხდომას მართავდნენ.