
გარდაბანში, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია უნდა დაწყებულიყო, ხელჩართული ჩხუბია.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი წერს, „ქართული ოცნების წევრები კონფერენციაზე მოვარდნენ და ხელჩართული ჩხუბია. არ გვეძლევა საშუალება კონფერენცია ჩავატაროთ. პოლიცია არსად ჩანს“.
გარდაბანში დღეს „ნაციონალური მოძრაობიოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. კონფერენცია ამ წუთისთვის შეწყვეტილია. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.
შენიშვნა: ფოტო მიბმულია თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს მასალაში მოყვანილ ფაქტს