
რუსეთს სანქციებით ნუ ემუქრებიან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლელ ლიდერებს მოუწოდებს შეწყვიტონ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისადმი მუქარა.
ლავროვმა ეს განცხადება ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გამოსვლისას გააკეთა.
"ისინი, ვინც ცდილობს შექმნილი სიტუაცია აგრესიად გაიგოს, სანქციებითა და ბოიკოტებით იმუქრებიან – ეს ის ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც თანმიმდევრულად და დაჟინებით მოუწოდებდნენ თავიანთ პოლიტიკურ ძალებს ულტიმატუმისკენ და დიალოგზე უარის თქმისკენ, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთით არელობების იგნორირებისკენ და საერთო ჯამში, უკრაინული საზოგადოების პოლარიზაციისკენ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.