-
2014-03-03 17:40
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებას რუსების მხარეს გადასული კაპიტნის გადაყენების შესახებ.
კაპიტან ბერეზოვსკის გადაყენების შესახებ განცხადება უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრებთან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარგზავნილმა პირმა გააკეთა, რასაც ოფიცრები აპლოდისმენტებით შეეგებნენ.
შეგახსენებთ, კაპიტანმა ბერეზოვსკიმ, რომელიც ყირიმში დისლოცირებულ სამხედრო-საზღვაო ძალებს მეთაურობდა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელობა აღიარა, თუმცა, ოფიციალურმა კიევმა ამის შემდეგ გამოსცა ბრძანება ბერეზოვსკის გადაყენებისა და მის ნაცვლად გაიდუკის დანიშვნის შესახებ.