-
2014-03-05 21:58
სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გავრცელებულ სტატუსებთან, რომელიც უკრაინის მოვლენებს ეხებოდა, კავშირი არ მაქვს, – განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ქეთი დოლიძემ მედიასაშუალებებთან საუბრისას.
როგორც დოლიძე ამბობს, მის შავ პიარს “ნაციონალური მოძრაობა” ეწევა და ,,ფეისბუქიც“ მათ გაუტეხეს, თუმცა პაროლი უკვე შეცვალა.
ამის დასტურად კი დოლიძეს ის ფაქტიც მოჰყავს, რომ ,,ფეისბუქის მეგობრებს“ შორის ათასზე მეტი იუზერი მისი თანხმობის გარეშე აღმოჩნდა.
დოლიძის ამ განცხადების გამო ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ფესიბუქზე იხუმრა: ,,ჩვენ ,,ოდნოკლასნიკი“ გავუტეხეთ და არა ფეისბუქი. ნუ ცრუობთ ქალბატონო ქეთი:))“-წერს ნადირაშვილი.
ქეთი დოლიძის ,,ფეისბუქის“ გვერდზე 2 მარტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოქვეყნდა:
“აგერ ნახავთ, როგორ ჩაისვრის ევროპა პუტინთან. რამდენი წელია, მართავს? რამდენჯერ ჩაეხუტა მერკელი? ჰოდა, დათვალეთ, რამდენი წელია.”
