-
2014-03-05 17:40
მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე კაბუ „ამბები.ჯი“-სთან საუბრისას მისი დაჭრის დეტალებს იხსენებს.
მსახიობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქურდებზე ანეკდოტის მოყოლის გამო მოხდა ეს ინციდენტი სიმართლეს არ შეესაბამება:
„დედას გეფიცებით, არაფერი არ მახსოვს. მარტო ვიყავი ვერაზე, როცა ორი უცნობი მამაკაცი დამესხა თავს, არანაირი შელაპარაკება არ მოგვსვლია. ფეხის არეში დამჭრეს ცივი იარაღით, მოვასწარი მეგობართან და დედასთან დარეკვა, შემდეგ კი გონება დავკარგე და ჯერჯერობით ვერაფერს ვიხსენებ.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქურდებზე ანეკდოტის მოყოლის გამო მოხდა ეს ინციდენტი, სისულელეა. ისინი ჩემი ძმები არიან, ვიცნობ ძალიან კარგად, ვისზეც ვიხუმრე. ქურდებს ვენაცვალე, რა ქურდები? ღადაობ? ვიღაც ფარჩაკმა და კვერცხმა დამჭრა. არ მაინტერესებს გამოძიება, არ ვერევი მე მსგავს ამბებში“, - აცხადებს კაბუ.