-
2014-03-05 17:49
კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი, პატრიარქი ფილარეტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ოკუპანტია, ხოლო რუსეთმა უკრაინასა და 2008 წელს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო პასუხი უნდა აგოს.
„პასუხი უნდა აგოს რუსეთმა თავის ქმედებებზე, რადგან დაარღვია საერთაშორისო ნორმები. ჩვენ უარი ვთქვით ბირთვულ შეიარაღებაზე რუსეთის, ამერიკის და ბრიტანეთის გარანტიით.
ახლა ამ ქვეყნებს სრული უფლება აქვთ პასუხი მოსთხოვონ რუსეთს იმ აგრესიისთვის, რასაც უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს და რაც უკვე განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს“, - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.