-
2014-03-05 22:08
უკრაინის სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კანონით დარეგისტრირდება,-ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ახალი კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია ფრაქცია ,,ბატკივშინას“ დეპუტატების მიერ, უკრაინის საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს და საგარეო კურსს დააკანონებს.
კანონპროექტის მიხედვით, უკვე საკანონმდებლო ორგანო დაადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ხდება.
კანონპროექტის აღწერაში ნათქვამია, რომ უკრაინის მხრიდან 2011 წელს გამოცხადებულმა „ბლოკგარეშე“ პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით და პირიქით, გააუარეს სიტუაცია, აქედან გამომდინარე, უკრაინის უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტად ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრიანებაა მითითებული.
პროექტი, რომელიც დეპუტატებმა დღეს წარადგინეს, ხელს შეუწყობს უკრაინისა და ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობას, დაეხმარება უკრაინას ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში .