
G7 სამიტი, რომელიც სოჭში უნდა გამართულიყო, შესაძლოა უკრაინაში ჩატარდეს,-ამის შესახებ გამოცემა ,,ცენზორ.ნეტი“ უკრაინის ებრაული რელიგიური ორგანიზაციის მთავარი რაბინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მთავარი რაბინი იაკობ დოვ ბლაიხი, რომელიც თან ახლდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კიევში ვიზიტის დროს , აცხადებს, რომ ჯონ კერის მოსწონს იდეა, სოჭის ნაცვლად G7 სამიტი კიევში გაიმართოს, -ამის შესახებ იაკობ დოვ ბლაიხმა ,,Gordonua.com“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით , G7 სამიტი არ უნდა გაუქმდეს და უნდა გაიმართოს უკრაინაში. როგორც მთავრი რაბინი ამბობს, ეს იდეა მან კერისაც გაუზიარა და ამ უკანასკნელს ძალიან მოეწონა.
,,მე მაქვს იდეა, არ გაუქმდეს G7 სამიტი, რომლის გამართვაც ივნისში სოჭში იგეგმებოდა და ის გაიმართოს კიევში.
თუ ლიდერები არ ჩავლენ სოჭში, გამოუცხადონ მხარდაჭერა უკრაინას და ჩამოვიდნენ კიევში.
ჯონ კერისთან შეხვედრისას ეს მასთან გავახმიანე. მე დავინახე, რომ მას ეს იდეა ძალიან მოეწონა“- აცხადებს მთავარი რაბინი.
უკრაინის ებრაული რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი იტყობინება, რომ პარტნიორებთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები, რათა გადაწყდეს სამიტის კიევში გადმოტანა.