
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ კოვალი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ უცნობმა პირებმა იალტაში გაიტაცეს, ხაზზე გამოვიდა და იუწყება, რომ თავს კარგად გრძნობს.
ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო «Интерфакс-Украина» უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,ის უკვე გამოვიდა ხაზზე და იტყობინება, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა და ის გააგრძელებს სამსახურს ყირიმში,“- განუცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვალი გაიტაცეს ოთხშაბათს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის იალტის დივიზიონის საზღვაო დაცვის კატერიდან.