
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას არ შეურიგდება.
“ყირიმის “რეფერენდუმს”, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაა და რუსეთის სამხედრო ზეწოლით ჩატარდა, არასოდეს აღიარებს არც აშშ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად მზადაა, გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ რუსეთის თავისი ქმედებები კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს”, - განაცხადა ობამამ.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა შეუძლებელია იქამდე, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას აგრძელებენ და უკრაინის საზღვართან ფართომასშტაბიან სწავლებას ატარებენ.
ბარაკ ობამას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.