
ყირიმში რეფერენდუმის დასრულებიდან იმ დრომდე, სანამ დაითვლებოდა ბიულეტენების ნახევარი, ეგზიტპოლის მონაცემები შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ რუსეთთან ყირიმის ნახევარკუნძულის შეერთებას მხარი ხმის მიმცემთა 95,5%–მა დაუჭირა.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დარჩენას მხარი მხოლოდ 3,5%–მა დაუჭირა, ხოლო ბიულეტენების 1% გაბათილდა.
ამომრჩეველთა აქტივობამ, ოფიციალური მონაცემებით, ყირიმში 81,3%, სევასტოპოლში 89,5% შეადგინა. საერთო აქტივობის მაჩვენებლად რეფერენდუმზე 82,7% დასახელდა.