
უკრაინელი მოთხილამურე, პარაოლიმპიური ნაკრების მედროშესა და ერთადერთ წარმომადგენელს დახურვის ცერემონიაზე სოჭში, ორგანიზატორები მონაწილეობაზე უარს ეუბნებოდნენ იმის გამო, რომ მას მაისურზე წარწერა „მშვიდობა“ ეწერა.
უკრაინის ნაკრები პარაოლიმპიური თამაშების გახსნის მსგავსად, ახლაც ერთადერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ამჯერად უკრაინას ლუდმილა პავლენკო წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ გახსნისა და დახურვის ცერემონიაში თითო სრორტსმენის წარდგენით უკრაინელებმა პროტესტი გამოხატეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ, ხოლო უშუალოდ ოლიმპიადაზე მათ პროტესტის კიდევ ერთ ფორმას – მოპოვებული მედლების ხელით დაფარვას მიმართეს.
იმის შესახებ, რომ დახურვის ცერემონიაზე ლუდმილა პავლენკო იბლოკებოდა, უკრაინის პარაოლიმპიური ნაკრების პრესატაშემ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეატყობინა, რის შემდეგაც პავლენკო რიტუალზე დაუშვეს. აეოკ–ის წესდების მიხედვით, ოლიმპიადაზე ომის ან ზოგადად, სამხედრო თემატიკის რეკლამირება არ შეიძლება და არა მშვიდობის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საერთო გუნდურ ჩათვლაში უკრაინის პარაოლიმპიურმა ნაკრებმა, მედლების რაოდენობის მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა.