ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ დგანან ნატოში ინტეგრაციის გზაზე:
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, ეს შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ოფიციალურმა თბილისმა საკუთარ თავზე პროექტის რეალიზაციის პასუხისმგებლობა აიღოს, რომელიც ირან-ბალკანეთის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას სახელის უზნეოდ გამოყენებაში ადანაშაულებს და ნდობის ჯგუფის შექმნას, ასევე საერთაშორისო სააგენტოების ჩართვას ითხოვს, რათა გარდაცვლილი პრემიერის სახელით სპეკულაცია დასრულდეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა ჩვენი სახლია“ 27 მარტს თბილისში გამართავს აქციას რუსეთის იმ 11 მოქალაქის მხარდასაჭერად, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა.
"ევრაზიის კავშირი – საქართველოს" ერთერთი ლიდერი ირაკლი ყიფიანი კინოს სახლის წინ, ნატოს საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების გარემოცვაში იმყოფებოდა.
ადვოკატი კობა კობახიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთერთი დამფუძნებელი და პარტიის ყოფილი ადვოკატია, პრემიერმინისტრისა და ეკა ბესელიას პოზიციებს მიხეილ სააკაშვილის დაკიტხვასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.
ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ორგანიზაცია „სამეგრელოს“ ლიდერი ალექსანდრე ჭაჭია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–პორტალზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს პრემიერმინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონიდან სამადლობელი წერილი გამოუგზავნა, სადაც მადლობას იხდის, რომ "საზიარო საკითხების ერთად განხილვის შესაძლებლობა" მიეცა, ასევე, მადლობას იხდის საჩუქრის გამო.
2005 წელს გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინო ქადაგიძე–ჟვანია აცხადებს, რომ FBI-ს დასკვნის საიდუმლო ნაწილი „გასაჯაროვდება გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ საჭირო გახდება“, ამასთან, არ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაცია.
პარლამენტის ყოფილი წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას ოჯახისგან თანხის მოთხოვნაზე მასთანაც აქვს ნათქვამი.