დიმიტროვი - თათუხაშვილის საქმეზე: როცა არის განმარტება, რაც უნდა კარგად შეფუთო, კითხვები მაინც ჩნდება

Image

,,ყოველთვის, როცა არის განმარტება და ეს არის ხანგრძლივი, თუნდაც კარგად შეფუთული იყოს, კითხვები მაინც ჩნდება“- აცხადებს ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გუშინდელი განცხადების შეფასებისას.

 

დღეს თათუხაშვილის ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინ გავრცელებულ დაკითხვის კადრებში ნათლად ჩანს, რომ მასალა დამონტაჟებულია , ხოლო თათუხაშვილს ჩვენების მიცემისას სახე მაკიაჟით აქვს დაფარული.

 

,,პროკურატურა ცდილობს დაგვანახოს რომ გამომძიევლები პროკურატურის შენობაში არ ადგანან თათუხაშვილს პისტოლეტებით, ამის მოლოდინი, მგონი, არც არავის ჰქონია. ვიზუალურად ჩანს და ეჭვს არ იწვევს, რომ ის იყო ფსიქოტროპული მოქმედებებისა და არის მაკიაჟის ქვეშ. ჟონგლიორობენ - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ფოტო მონტაჟი, ვიდეო მონტაჟი,“- განაცხადა თათუხაშვილის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

 

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებლის ანი ნადარეიშვილის თქმით, პროკურატურა კვლავ ცდილობს ახალაიების ოჯახის დისკრედიტაციას. ის ითხოვს დაიწყოს გამოძიება, რომლის დაწყებასაც პროკურატურა აჭიანურებს.

 

,,პროკურატურა არის თავის მართლების პოზიციაში. კვლავ ეწევიან ახალაიების ოჯახის დისკრედიტაციას. გუშინ გაავრცელეს განცხადება და მე ვიყავი ნახსენები, რომ თითქოს რაღაც სურათის დაშეარება მოვახდინე ,,ფეისბუქზე“. კიდევ ერთხელ მივმართავ და ვითხოვ დაიწყონ გამოძიება შლავა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მათ გამოძიება დაწყებული არ აქვთ,“- აცხადებს ნადარეიშვილი.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით კი, ვიდრე ექსპერტიზა არ დასრულდება, გავრცელებული მასალები არაფრის მტკიცების საშუალებას არ იძლევა. დღეს თათუხაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადების გავრცელებას აპირებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !