ვაშაკიძე: რუსეთის პასპორტების გაცემის გამო ქართულმა მხარემ რუსეთის წარმომადგენლები უნდა გამოიძახოს

Image

ქართულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა გამოიძახოს რუსეთის წარმომადგენელი და პროცესის შეჩერება მოსთხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსულო დახუროს, -

 

„ფრონტნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე რუსეთის საკონსულოს მიერ საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაზე რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მასობრივად გაცემის პროცესს ეხმიანება.

 

საქარველოს სახელმწიფოს სრული და ლეგიტიმური უფლება აქვს, აღკვეთოს ეს პროცესი, როცა საჭიროდ ჩათვლის“, განაცხადა ვაშაკიძემ ,,ფრონტნიუსთან“ საუბრისას.

 

ვაშაკიძე ზოგად საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს, რაც სომხეთის ინტერესებში არ შედის, ამდენად, რუსეთის პროვოკაციების სამიზნე ჯავახეთია.

 

„მზადდება ნიადაგი სამხედრო შემოჭრისთვის. „საკუთარი მოქალაქეების“ დაცვის ჰიტლერის მეთოდს პუტინი უკვე დიდი ხანია, იყენებს. ამ საბაბით სამხედრო ინტერვენციის „ლეგიტიმაცია“ რუსეთს დიდი ხანია, გაკეთებული აქვს საკუთარ „კანონმდებლობაში“.

 

ახლა პუტინი ფართომასშტაბიან შეტევაზეა გადასული მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ბუნებრივია, კავკასია მთავარი სამიზნეა. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაღვივებით და შემდგომი შენარჩუნებით რუსეთი უკვე 20 წელია, არ აძლევს ჩვენს რეგიონს ნორმალური განვითარებისა და თანამშრომლობის საშუალებას, რითაც იტოვებს შანსებს კავკასიის უკან შეერთების.

 

ახლა იმისათვის, რომ მშვიდობას საბოლოოდ მოუსპოს შანსი კავკასიაში, პუტინს წრის შეკვრა სჭირდება სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გაღვივების სახით. სომხეთის ხელისუფლებას ეს, ცხადია, არ უნდა და ცდილობს, ამ სცენარიდან თავი დაიძვრინოს.

 

ამიტომ პუტინი ახლა ურიგებს რუსულ პასპორტებს ჯავახელ სომხებს, რომ მერე მოაწყოს პროვოკაცია და სომხეთში განლაგებული თავისი სამხედრო ძალები საქართველოს წინააღმდეგ აამოქმედოს“,– აღნიშნა ვაშაკიძემ.

 

ამ საკითხთან დაკავსირებით განცხადება კონსტანტინე გამსახურდიამაც გააკეთა, პირველი პრეზიდენტის ვაჟი ფიქრობს რომ ეს ქმედება დროულად უნდა აღიკვეთოს. თბილისში რუსეთის საელჩო სამცხე–ჯავახეთის რეგიონისა და ზოგადად საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაზე რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობებს გამარტივებული წესით გასცემს, რის გამოც საკონსულოსთან უკვე რამდენიმე დღეა რიგი დგას.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !