
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის მარტის თვეში, განხორციელდა ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლების (ე. წ. „ივერთუბანი“) იმ მაცხოვრებელთა აღრიცხვა, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები.
აღრიცხული ბენეფიციართა სია გაეგზავნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
დღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა რამდენიმე ბენეფიციარს უკვე გადასცა სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათი. ასევე, პროგრამაში მონაწილე 22 ბენეფიციარი მიიღებს "აგრობარათს".