
მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე არსებულ საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2 აპრილს გაიხსნა და დღეს დასრულდება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის რუსულ-ქართული, საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციაში რუსი და ქართველი ექსპერტები, პოლიტოლოგები და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები მონაწილეობენ.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რუსეთის მხრიდან კონფერენციის მონაწილეები არიან:
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმირ ბარანოვსკი, ანალიტიკური ფონდის ხელმძღვანელი გრიგოლ კერტმანი, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი, „კავკასიური თანამშრომლობის“ დირექტორი ნიკოლოზ სილაევი, აკადემიკოსი ანატოლი ტორკუნოვი და თვითონ მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორი.
ქართულ მხარეს კონფერენციაზე წარმოადგენენ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ლევან მეტრეველი, ექსპერტი, სტრატეგიული კვლევის კავკასიური ცენტრის დირექტორი მამუკა არეშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე, პარლამენტის წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.