პოლიტოლოგი გია ნოდია ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია გამოიყენა და „გადააგდო“, რის გამოც ეკლესია წაგებული დარჩა.
თბილისში, ვარკეთილის ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 16 საფლავი დარბეულია, ამის შესახებ ინფორმაციას „მედიანიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დარბევა, სავარაუდოდ, 23 აპრილს მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვალერი კონოვალიუკმა უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ტურჩინოვს უზენაეს სასამართლოში უჩივლა.
„საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის დაჩქარებული ტემპით განხილვისა და მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ეკლესია თავად ქმნის პრობლემებს და „აქეთ იმუქრება“.
ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში კლანური მმართველობის ნიშნები ჩანს – ამის შესახებ ,,იმედის“ ეთერში თეა სიჭინავას გადაცემაში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
ანტიდისკრიმინაციული კანონი პუტინის დავალებაა. რუსეთი საქართველოში ივანიშვილის მორჩილი მთავრობის გამოყენებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციას აწყობს, - აცხადებს ილია ჭაჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პარლამენტის წევრებს, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა და მათ "ჭკუით ყოფნა" ურჩია.
კიევში, კრეშატნიკზე, ევრომაიდნის დროს დაღუპულ „ზეციურ ასეულის“ საპატივსაცემოდ მოწყობილი მსვლელობისას, მაიდნის დაცვის რაზმსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა.
ექსტრემისტებმა, გორლოვკაში ქალაქის საბჭოს შენობა და მილიციის რაიონული განყოფილება დაიკავეს და იარაღის საწყობებს ცლიან.
30 აპრილს, 11:30 წუთზე თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობისა და ქუთაისში, მოქმედი პარლამენტის შენობის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდაა დაგეგმილი.