
ოფიციალური ვაშინგტონი ოდესაში 2 მაისს განვითარებულ სისხლიან მოვლენებს რუსეთის მხრიდან უკრაინაში დესტაბილიზაციისკენ სწრაფვას უკავშირებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს, ჟენევის შეთანხმება შეასრულოს.
ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის პოზიცია უცვლელი რჩება და ის მოსკოვს მოუწოდებს, მოახდინოს გავლენა პრორუსულ მილიტარისტულ ჯგუფებზე უკრაინაში, რათა ისინი განიარაღდნენ.