-
2014-05-06 12:01
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მათ ხელთ არსებულ ფარული ჩანაწერის ფაილებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ჩანაწერები 2013 წლის ივნისისაა, ხოლო კამერები ოფისში, სავარაუდოდ, ერთი წლის წინაა დამონტაჟებული.
ტვ „იმედის“ შეკითხვაზე, ჩანაწერებში მხოლოდ საქმიანი შეხვედრებია თუ არის პირადი ცხოვრების დეტალებიც და ასევე, არსებობს მხოლოდ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის ჩანაწერი თუ ეს სხვა ჟურნალისტებსაც ეხებათ, ნიკა გვარამია პასუხობს:
,,ჩვენს ხელთ არსებუკლი ფაილი არის სრული ვიდეო ფაილი, რომელიც ასახავს ჩემი და ნინოს ერთ კონკრეტულ დღეს, აქ არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, ვგულისხმობ პირადი სატელეფონო საუბრები, რომელიც არ წარმოადგენს სამსახურეობრივად საინტერესოს, თუმცა არის სამსახურეობრივი მოლაპარაკებებიც.
რაც შეეხება, ალბათ თქვენ გულისხმობთ ინტიმურ დეტალებს, ამ შემთხვევაში ეს არა გვაქვს ნამდვილად. ჩვენი ინფორმატორის ინფორმაციით, ასებობს ასამდე ფაილი, რომელიც ასახავს როგორც „რუსთავი-2“-ში, ასევე, შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთ გაკეთებულ ჩანაწერებსაც. წყარო არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. წარმოდგენილი ორი ფაილი არის 2013 წლის ივნისი. წყაროს ინფორმაციით, ეს ვიდეოკამერა უკვე დაახლოებით ერთი წელია, რაც დამონტაჟებულია“- ამბობს ნიკა გვარამია.