აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს აქვს უკრაინის აღმოსავლეთში მიმიდინარე მოვლენებში რუსული მხარის კვალის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვისას სასულიერო პირებმა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელი სხდომიდან ჩანს, რომ უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.
რომ აგირჩიონ თბილისის მერად, მერიიდან ჰომოსექსუალ თანამშრომელს თუ გაათავისუფლებდით?– ამ კითხვის ადრესატი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა.
,,ძალიან კარგია, რომ თამარ კორძაიამ მეორედ გამოაჩინა თავისი სახე, ვულოცავ ნაძალადევს,“– ჯონდი ბაღათურიას ეს კომენტარი მოჰყვა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის თამარ კორძაიას რეპლიკას, რომლითაც მან კომიტეტის სხდომაზე შეკრებილი სასულიერო პირები გააკრიტიკა .
,,ნუ მოგვიწოდებთ ნურავინ, რომ არ უნდა ვდევნოთ, არავის არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა,“– ამბობს სასულიერიო პირი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანდახან საქართველოს ერთიანობა კითხვის ქვეშ დგება ხოლმე, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის არჩევანს,, გახდეს ევროპის ნაწილი:
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, 15 წლის მოზარდის გაუპატიურებას, სავარუდოდ, სამი უცხოელი ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დამატებით სიაში 15 პირი შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი ავრცელებს.
ქართულ ბაზარზე ლუდის ახალი ბრენდი "ოქროს არწივი" გამოჩნდა. ბრენდი ლუდსახარშ "ზედაზენის", ქართული ლუდის კომპანიის პროდუქტია და მისი პრეზენტაცია დღეს ლუდსახარშ "ზედაზენში" გაიმართა.
ზუგდიდის შესასვლელთან გზაზე ხის მორების გადებით სცადეს ინკასაციის მანქანის შეჩერება, თუმცა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სამი ბოროტმოქმედი ადგილიდან მიიმალა.