-
2014-05-06 11:05
დავით კოდუასთვის მიყენებულ დაზიანებებთნ დაკავშირებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხი 2-3 დღეში გახდება ცნობილი. არის თუ არა ცემის დროს ელექტროშოკი გამოყენებული, ექსპერტიზის დასრულების შედეგამდე მაია ნიკოლაიშვილი ამ თემაზე არ საუბრობს.
მისი თქმით, დაზარალებულს მრავალი დაზიანება აღენიშნება თუმცა, მათ შორის ყველაზე სერიოზული ქალა ტვინის ტრამვაა. დავით კოდუას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
,,ექიმების გადმოცემით, მისი მდგომარეობა არის მძიმე. მას აღენიშნება მძიმე ქალა ტვინის ტრამვა. დაზიანებების უმეტესობა მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნით, არის ადგილი სადაც კითხულობენ ელექტროშოკის შესაძლებლობებზე, მე დღეს თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან.
თუ მას მართლაც დაკარგული ჰქონდა გონება ვთქვათ, იგივე ელექტროშოკის თუ ტრამვის გამო, მაშინ ფიზიკურად სუსტ ადამიანზე ადვილად შეიძლება დაზიანებების მიყენება. ეს არის წმინდა გამოძიების საკითხი“ - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.