
„რუსთავი2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი აუდიო-ვიზუალურ მოსმენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვს და ჟურნალისტებს მიმართავს:
,,მინდა მივმართო ჟურნალისტებს, ჩვენს კოლეგებს: ჩვენ, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ პროცესში. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არის საქმე მხოლოდ „რუსთავი2“-ში, ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი-2“-ის პრობლემა.
ჩვენ მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, რომ რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ხვალ ან ზეგ, მომავალში სხვა მედიასაშუალებები არ აღმოჩნდნენ ზუსტად ანალოგიური პრობლემნის წინაშე“, - ამბობს „კურიერის“ წამყვანი.
შეგახსენებთ, "რუსთავი2"-მა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიის მენეჯმენტის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა და სათვალთავლო კამერები, სავარაუდოდ, ოფისში იყო დამონტაჟებული. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ფაილებს შორის არსებობს პირადი ხასიათის ჩანაწერებიც და მათი გავრცელების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.