"რუსთავი2"-ის დირექტორისა და საინფორმაციოს უფროსის განცხადებით, მათი აუდიო-ვიზუალური თვალთვალი ხდება

Image

"რუსთავი2"-ის საგანგებო განცხადების თანახმად, ხდება სამაუწყებლო კომპანიის დირექტორისა და საინფორნმაციო სამსახურის უფროსის აუდიო-ვიზუალური თვალთვალი და ჩაწერა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ არსებობს რამდენიმე, მათ შორის, პირადი ხასიათის ფაილიც.

 

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, როგორ მიდის ჩემი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს 2 ფაილს. ჩემ შემთხვევაში ჩანაწერის ქრონომეტრაჟი არის 15 წუთი, ნინო შუბლაძეზე- 1 საათი. მედიას მივცემთ ამონაკრებს თითო წუთიანს. დანარჩენზე არის პირადი ხასიათის დეტალები, რომლის გამხელისგან თავს შევიკავებთ", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

 

"ჩვენი ძალებით ვეცადეთ სათვალთვალო ტექნიკის აღმოჩენა, მაგრამ ვერ შევძელით. აღმოვაჩინეთ სპეციფიური ნახვრეტები, თუმცა ვიდეოკამერები არ დაგხვდა", - განაცხადა "რუსთავი-2"-ის დირექტორმა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და მოუწოდა, შეწყდეს თვალთვალი და მიყურადება:

 

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას:

 

1.შეწყდეს ჩვენი მედიის უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება.

 

2. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯონ უშუალოდ ის დამნაშავეები და ასევე ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც მიღებული აქვს უკანონო გადაწყვეტილება ან გაცემული აქვს უკანონო დავალება, ან რომლისთვისაც ცნობილი იყო უკანონო ქმედებების განხორცილების თაობაზე და არ მიიღო აუცილებელი ზომები მათ აღმოსაფხვრელად.

 

3. მომავალში ნებისმიერი სახისა და შინაარსის უკანონოდ მოპოვებული აუდიო თუ ვიდეომასალის ნებისმიერი გზით გავრცელებაზე და საინფორმაციო სივრცეში მათ განთავსებაზე, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?