-
2020-04-28 16:47
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გენ შუანის განცხადებით, ვაშინგტონი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას ეპიდემიის პრევენციის სუსტი ზომების და კონტროლის მექანიზმების გამო და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.
„აშშ-ის პოლიტიკოსები ფაქტების იგნორირებას ახდენენ და მუდმივად იტყუებიან. მაგრამ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობენ. მათი მცდელობები არ იქნება წარმატებული. აშშ-ის პოლიტიკოსების მცდელობები გადაიტანონ ბრალდება ჩინეთზე, არ შეამცირებს ჩინეთის ძალისხმევას, წინ აღუდგეს ვირუსის გავრცელებას. ეს სულ უფრო გამოაჩენს აშშ-ის მავნებლურ განზრახვებს და მის სერიოზულ პრობლემებს“, – განაცხადა გენ შუანმა.