-
2020-04-28 16:34
ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შიდა გავრცელება ფაქტობრივად აღარ ფიქსირდება. მისი თქმით,, ავსტრალია კორონავირუსს ამარცხებს, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გაუმარჯვია.
„ჩვენ ვიგებთ, მაგრამ ჯერ არ გაგვიმარჯვია“, - განაცხადა გრეგ ჰანთმა.
ცნობისთვის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ავსტრალიაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 6 700-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 84-ს აღწევს.
ამასთან, ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო. სიდნეიში ცნობილი ბონდის სანაპირო და ტურისტებისთვის მიმზიდველი კიდევ რამდენიმე ადგილი გაიხსნა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26