-
2020-04-30 13:48
მომღერალ, ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, - „ სტუმრად ნინოსთან“ ახალი ფორმატით აგრძელებს მაუწყებლობას. ინსტაგრამ ლაივში, გადაცემის წამყვანს სხვა და სხვა სფეროდან მოწვეული ჰყავს საინტერესო სტუმრები. გამონაკლისი არც გუშინდელი ლაივი იყო და ნინოსთან სტუმრად ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა ვიხილეთ. საკმაოდ სახალისო ეთერს ბევრი მაყურებელი ჰაყვდა.
ლაშამ, ლაივ მაყურებელს საინტერესო რეკომენდაციები მისცა სწორ კვებასთან დაკავშირებით, გვასწავლა, თუ როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად თვითიზოლაციის პირობებში.
ბოლოს, კი გადაცემის წამყვანს დაუტოვა დიეტა, რომელიც სპეციალურად ნინო ჩხეიძისთვის შეადგინა და რომელიც იმ ადამინებსაც გამოადგებათ, ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის.

რაც შეეხება გადაცემას, - „სტუმრად ნინოსთან“ შეგიძლიათ უყუროთ ნინო ჩხეიძის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე , თუ როდის, ამას წინასწარ დაანონსებული პოსტიდან გაიგებთ.
