თბილისი, ვარშავა, ლონდონი - ევრომაიდნის მხარდამჭერებს კიევის მოვლენების გამო არ სძინავთ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პოლიტიკოსები და მოქალაქეები უკრაინელი ევრომაიდნელების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. გამოსვლებია ევროპის სხვა ქალაქებშიც.

>>>

ტერნოპოლში მილიცია ხალხის მხარეს გადავიდა, ლვოვში კი აქტივისტებმა სამხედრო ნაწილი აიღეს

ტერნოპოლში აქტივისტებმა მილიციის შენობა აიღეს და 40-დე მილიციელი დააკავეს. ისინი ეზოში გამოიყვანეს და სირცხვილის კორიდორში გაატარეს.

>>>

„ბერკუტმა“ პროფკავშირების სახლი აიღო, აქტივისტები ფანჯრებიდან ხტებიან, შენობა იწვის

სპეცდანიშნულების რაზმმა „ბერკუტმა“ კიევში პროფკავშირების სახლის სახურავზე ააღწია და აქტივისტებს იქედან ტყვიებსა და ყუმბარებს ესვრის.

>>>

აქტივისტებმა დააკავეს ბერკუტელი, რომელიც ხალხში საბრძოლო ყუმბარებს ისროდა

ევრომაიდნის აქტივისტებმა მძევლად აიყვანეს ბერკუტელი, რომელიც ხალხში საბრძოლო ყუმბარებს ისროდა. თვითმხილველი წერს, რომ ერთმა ასეთმა ყუმბარამ მის თვალწინ დაფლითა ახალგაზრდა დემოსნტრანტი.

>>>

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ტყვიის ანასხლეტისგან გამოწვეული ნამსხვრევი სცენაზე გამოსვლისას მოხვდა

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსანდრე ტურჩინოვს სცენაზე სიტყვით გამოსვლის დროს სცენის მისამართით გამოსროლი ტყვიისგან გამოწვეული ანასხლეტი სახეში მოხვდა.

>>>

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევში შეტაკებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, კიევში 18 თებერვლის შეტაკებების დროს 11 ადამიანია დაღუპული.

>>>

„ბერკუტის“ შეტევა ჩაიშალა, აქტივისტებმა მილიციელი მძევლად აიყვანეს, სნაიპერები უკვე სცენას ესვრიან

რამდენიმე წუთის წინ უშედეგოდ დამთავრდა „ბერკუტის“ შეტევაზე გადასვლის მცდელობა ინსტიტუტსკაიას ქუჩის მხრიდან.

>>>

კადრები, სადაც „ტიტუშკებისგან“ ნასროლმა ტყვიამ ევრომაიდნის აქტივისტი მოკლა (+18)

ევრომაიდნის აქტივისტმა სერგეი მორგუნოვმა „ფეისბუქზე“ შემზარავი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ტყვიით მოცელილი აქტივისტი. მორგუნოვის ცნობით, მისი გადაღცენა ვერ მოხერხდა.

>>>

ევრომაიდანზე ხალხი მატულობს; შსს-ს ცნობით, 6 მილიციელი დაიღუპა

ევრომაიდნის აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მოწოდებას იმის შესახებ, რომ მოშორდნენ ტელეეკრანებს და ევრომაიდანზე გავიდნენ, შედეგი გამოიღო.

>>>

ძარამდე დამწვარი БТР ევრომაიდანზე და ასფალტზე მოგორავე ცეცხლწაკიდებული ბერკუტელები (ვიდეო)

შსს-ს ჯავშანტრანსპორტიორს, რომელიც ბარიკადების გატარნვას ცდილობდა, აქტივისტებმა „მოლოტოვის კოქტეილით“ ცეცხლი წაუკიდეს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?