დავით ბაქრაძე: არჩევნების თარიღის გამოცხადება კარგია, მაგრამ მთავარია, რა გარემოში მივალთ არჩევნებამდე

Image

„მოთხოვეთ მთავრობას პასუხი და მათთან ერთად შეასრულეთ ის, რასაც ჰპირდებოდით ამომრჩეველს საარჩევნო კამპანიის დროს,“ - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრეზიდენტს ურჩევს მთავრობის სხდომებს დაესწროს.

 

ბაქრაძე ნეგატიურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დღეს პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტი არ ესწრებოდა, რაც ბაქრაძის აზრით, პირველ რიგში, ამომრჩევლის უპატივცემულობაა:

 

„პირველი სიახლე, რომელიც დავინახე, არის ის, რომ პირველად პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატის დაწყებიდან ამ გამოსვლას არ ესწრება მთავრობა.

 

მე მოვისმინე განმარტებები, რომ კონსტიტუციით, პრეზიდენტი აღარაა მთავრობის თავმჯდომარე, სამწუხაროდ ეს ცარიელი სავარძლები, როგორც გამოჩნდა, იმის ილუსტრაციაა, რომ მთავრობამ პატივი არ სცა საზოგადოების შარშანდელ არჩევანს.“- განაცხადა ბაქრაძემ.

 

მისი განმარტებით, მარგველაშვილი არც სინოდის, არც დიპლომატების მეთაური არ არის, თუმცა ისინი, დამკვიდრებული წესისამებრ, მოხსენების დროს დარბაზში იმყოფებოდნენ:

 

„მოვუსმინე პრეზიდენტს, რომელიც საუბრობდა ნატოზე, სამშვიდობოების გაგზავნაზე, სადაა ამ დროს თავდაცვის მინისტრი, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი?

 

პრეზიდენტი საუბრობდა ვილნიუსზე, ევროკავშირზე და სამომავლო საგარეო გეგმებზე, სადაა ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უნდა იღებდეს ამ განცხადებებს, როგორც სახელმძღვანელოს?“- განაცხადა ბაქრაძემ.

 

ბაქრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლა უფრო მეგობარი ქვეყნის ლიდერის გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტისას.

 

„მინდა გისურვოთ, რომ პოლიტიკური სიმამაცე გამოიჩინოთ და მიიღოთ პრეზიდენტის სასახლე, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთერთი ატრიბუტი“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტს დავით ბაქრაძემ.

 

უმცირესობის ლიდერი მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ შევიდეს რეზიდენციაში, რათა ის დარჩეს ქვეყნის ერთერთ სიმბოლოდ:

 

„მე მინდა გისურვოთ, რომ თქვენ იყოთ ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში შექმნის ქვეყნის ტრადიაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ატრიბუტის. ეს სახელმწიფო ატრიბუტი გახლავთ პრეზიდენტის რეზიდენცია,რომელიც არ ეკუთვნის არცერთ პრეზიდენტს, ისე, როგორც თეთრი სახლი არ ეკუთვნოდა ბუშს და არ ეკუთვნის ობამას“- განაცხადა ბაქრაძემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ბევრი ინსტიტუციის მუშაობა ადრინდელთან შედარებით შეფერხებულია, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის – უშიშროების საბჭოს მუშაობა ნულამდეა დასული:

 

„კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია უშიშროების საბჭო, რომელიც ნულამდეა დასული. მინდა გისურვოთ, რომ დაიცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები. მათი დაცვისგან შედგება სახელმწიფო,“- განაცხადა ბაქრაძემ.

 

დავით ბაქრაძემ პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რომ თვითმართველობის არჩევნების თარიღზე მსჯელობას სჯობს იმ პოლიტიკურ დევნაზე მოახდინონ რეაგირება, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ იმ კანდიდატების წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ. მისი თქმით, კარგია წინასწარ გამოცხადებული არჩევნების თარიღი, მაგრამ მთავარია, რა გარემოში მივალთ არჩევნებამდე:

 

„ბოლო ერთ კვირაში ორი რაიონის წარმომადგენელი არის დაკავებული, ორი დაკითხული, ერთის სასამართლო იყო - ასეთ პირობებში, 15 ივნისს იქნება არჩევნები თუ 12 ივნისს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.“- განაცხადა ბაქრაძემ.

 

მანვე მოუწოდა პრეზიდენტს, იაროს რეგიონებში და ისევე აქტიურად შეხვდეს მოსახლეობას, როგორც ამას წინასაარჩევნოდ აკეთებდა:

 

„ერთად ვატარებდით საარჩევნო კამპანიას. ერთ დღეში თქვენ სამ-ოთხ რაიონში ჩადიოდით, ინგურაციის შემდეგ კი ვერ გნახეთ ვერსად. გისურვებთ, ბევრი იაროთ საქართველოში და შეხვდეთ რაც შეიძლება, ბევრ მოქალაქეს. აზერბაიჯანში კი არ წახვიდეთ, როცა დასაქმებული ადამიანების ნახვა მოგინდებათ, ხაშურში ჩაბრძანდეთ, ზუგდიდში და იქ ნახოთ დასაქმებული ადამიანები და ამუშავებული ქარხნები,“- მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

 

ბაქრაძემ ასევე უსურვა პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება, როცა სახელმწიფო ისეთ კანონებს იღებს ,რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს:

 

„მინდა გისურვოთ, როცა იქმნება ისეთი კანონები, რომელიც ამ უფლებებს არღვევს შეგიძლიათ გამოიყენოთ ვეტოს უფლება,“- მიმართა ბაქრაძემ პრეზიდენტს.

 

დავით ბაქარძემ გამოსვლის ბოლოს გაიხსენა პრეზიდენტის რეზიდენციაში გახსნილი გამოფენის სლოგანი – „ხელოვნება მართავს“ და პრეზიდენტს უთხრა:

 

„დაე, მართოს ხელოვნებამ, საქართველო ხელოვნების ქვეყანაა, მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა რეზიდენციიდან მართოს ქვეყანა“, – თქვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !