ნადირაშვილი – პრეზიდენტს: „ამ ინსტიტუტის დაკნინება დარბაზში მთავრობის ცარიელ სკამებად მოგიბრუნდათ“

Image

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ უმცირესობის წარმომადგენლებმა მისი გამოსვლა შეაფასეს. ირმა ნადირაშვილმა მარგველაშვილს უთხრა, რომ მისი ქცევით ის საპრეზიდენტო ინსიტუტს აკნინებს.

 

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გუშინ პირველად გამოჩნდით საჯაროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ ვიხილეთ შეფუთული შენობა წარწერით: „ვადაგასულია“. ცხადია, მე ვერავინ დამაბრალებს, რომ რაიმე ფორმით, ხელოვნების და ხელოვანთა თვითგამოხატვის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როცა ეს წარწერა ვნახე, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან გამჭვირვალე პოლიტიკური დაკვეთა.

 

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რა წარწერაც არ უნდა გაუკეთოთ პრეზიდენტის სასახლეს, ამით ვერ დააზარალებთ თქვენს წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს. ამით თქვენ აკნინებთ პრეზიდენტის სახელმწიფო ინსტიტუტს, ფასს უკარგავთ საკუთარ პოლიტიკურ სახეს, რომელსაც ხალხმა ანდო მომავალი.

 

საერთოდ, თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის დამახასიათებელია ინსტიტუტებისადმი უპატივცემულობა. ეს ცნობილი ამბავია და მე მგონია, რომ დღეს თქვენ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაგიბრუნდათ უკან:

 

მე პირადად, გაოცებული დავრჩი, როდესაც თქვენი გამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად წუთიერი დუმილის ფონზე ჩამოიარეთ კიბეები და უმრავლესობამ ტაშიც არ დაგიკრათ;

 

თქვენ ყველაფერი ცუდად მოგიბრუნდათ უკან აი აქ, ჩემს მარცხნივ, ცარიელი სკამებით, როდესაც მთავრობის წევრებმა და პრემიერმინისტრმა არ ისურვეს თქვენი მოსმენა.

 

ის, რომ თქვენ თქვენს პოზიციებს არ იცავთ, მე ნამდვილად არ მანერვიულებს, მაგრამ რაც მანერვიულებს, არის ის, რაც რომ თქვენ თქვენი ქმედებებით საპრეზიდენტო ინსტიტუტს აკნინებთ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს კონკრეტულად უთხრა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის, პრეზიდენტის როლის დაკნინება, რამდენიმე ფაქტორთან ერთად, უშიშროების საბჭოს ანალოგიური სტრუქტურის შექმნაშიც გამოიხატა:

 

„ალოგიკურია თუნდაც ის, რომ თქვენ ცხვირწინ შეგიქმნეს უშიშროების საბჭოს ანალოგიური ორგანო უსაფრთხოების საბჭო, თითქმის კოპი–ფეისთით გადაიტანეს კანონი და ერთადერთი, რაც შეცვალეს, იყო, რომ მასში „პრეზიდენტის“ ნაცვლად ჩაწერეს „პრემიერმინისტრი“. როცა, ფაქტობრივად, უშიშროების საბჭოც თითქმის იგივე საკითხებს განიხილავთ, თუმცა, თქვენ ამ სხდომებს არ ესწრებით ხოლმე.

 

სამწუხაროა თუნდაც ის, რომ თქვენ, ჩემი ღრმა რწმენით, ისიც კი არ გადაგიწყვეტიათ, შესულიყავით თუ არა პრეზიდენტის სასახლეში – მე დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად სხვებმა მიიღეს და დღეს, პრაქტიკულად, საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით მივიღეთ სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტის ოფისის თავზე, კანცელარიაში, განთავსებულია პრემიერმინისტრის ოფისი და ეს, ალბათ, სიმბოლურია“, – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

 

ირმა ნადირაშვილის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ განმარტებები არა საპარლამენტო უმცირესობას, არამედ მთავრობასა და უმრავლესობის წევრებს სჭირდებათ, რათა ისინი პარლამენტში მივიდნენ და პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლას მოუსმინონ:

 

„ბატონო პრეზიდენტო! თქვენ აქ დღეს დიდხანს გვიკითხავდით კონსტიტუციიდან ამონარიდებს და განგვიმარტავდით თქვენს უფლება–მოვალეობებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ნამდვილად არ არის საჭირო ეს განმარტებები.

 

მე გირჩევთ, რომ ისინი მისცეთ მთავრობას და უმრავლესობას – ასეთ შემთხვევაში ისინი ნამდვილად ვერ გაბედავენ, რომ ამ დარბაზში იყოს ცარიელი სკამები;

 

ასეთ შემთხვევაში პრემიერმინისტრი თავის მინისტრებთან ერთად აუცილებლად მოვა და მოგისმენთ;

 

ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის რომ თქვენს გამოსვლას, თქვენს პროგრამულ სიტყვას დაესწროს, ვთქვათ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, გუბერნატორები – ისინი, ვინც ყოველთვის ესწრებოდნენ მსგავს საპროგრამო გამოსვლებს.

 

მთავარი ის კი არ არის, რომ უფლებამოსილების განმარტება მოხდეს, არამედ ჩემთვის მთავარია, რომ თქვენ თვითონ გჯეროდეთ, რომ ხართ საქართველოს პრეზიდენტი და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული კაცი – ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გახდებით საქართველოს პრეზიდენტი“.

 

პარლამენტის წევრმა მთავრობის ზოგიერთი წევრის მაღალ ხელფასსა და დანამატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, საქართველოს მსგავს ქვეყანაში მინისტრის წლიური შემოსავალი 125.000 ლარს აღემატებოდეს:

 

„მე ვხედავ, რომ მთავრობა არ ესწრება დღეს თქვენს გამოსვლას, მაგრამ იქნებ ხმა მაინც მიაწვდინოთ და უთხრათ მათ, რომ არ შეიძლება ერთ თვეში აიღო 20 ათასიანი ხელფასი და პრემია, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში არ შეიძლება მინისტრის წლიური შემოსავალი აღემატებოდეს 125 ათას ლარს.

 

იქნებ აუხსნათ თქვენს მთავრობას, ბატონო პრეზიდენტო, რომ  არ შეიძლება ნათესაური კლანებით ქვეყნის მართვა, იქნებ, თქვენი პოზიციაც გვითხრათ: ცოლის ნათესავი არის თუ არა ნათესავი თუ ცოლის ნათესავის დანიშვნა თქვენთანაც ნებისმიერ თანამდებობაზეა შესაძლებელი?“, – იკითხა პარლამენტის წევრმა.

 

ირმა ნადირაშვილმა კიევში მოკლულ დათო ყიფიანთან დაკავშირებით შალვა რამიშვილის პოზიციაც გაიხსენა და პრეზიდენტს კიდევ ერთი რჩევა მისცა:

 

„იმ შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც თქვენ არ შეგიშვეს, მუშაობს თქვენი სტაფი და კონკრეტულად, შალვა რამიშვილი. შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად არ იზიარებს პოლიტიკურ შეხედულებებს, „რაღაც იდეის გამო“ გარდაცვლილი დათო ყიფიანის ოჯახს მაინც უცხადებს თანაგრძნობას.

 

ეს „რაღაც იდეა“ გახლავთ თავისუფლებისთვის ბრძოლა და როდესაც ადამიანი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება, მე გთხოვთ, თქვენს თანამშრომლებს ურჩიოთ, რომ ამ დროს მაინც არ წამოაყვედრონ მას პოლიტიკური პოზიციები“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !