„თიბისი ბანკის“ სტრატეგიაა არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები

Image

ბოლო პერიოდში საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში აქტუალური გახდა საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან ე.წ. „არაპროფილური“ (ანუ არასაბანკო) ბიზნესების წარმოება და მისი შესაძლო შეზღუდვების მექანიზმების განხილვა.

 

„თიბისი ბანკის“ მენეჯმენტი საჭიროდ თვლის, ღიად და საჯაროდ გამოხატოს ბანკის ხედვა და სტრატეგია ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

თავისი არსებობის მანძილზე, „თიბისი ბანკი“ არასოდეს აწარმოებდა არასაბანკო ბიზნესს. ეს განსაზღვრულია ბანკის სტრატეგიითა და კორპორატიული კულტურით.

 

თიბისი ბანკის საქმიანობა განისაზღვრება მხოლოდ საბანკო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული ფინანსური სერვისებით, როგორებიცაა მაგალითად, სალიზინგო მომსახურება (თიბისი ლიზინგი), სწრაფი გადახდები (თიბისი პეი), პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტი (UFC) და მსგავსი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან და არ წარმოადგენს არაპროფილურ ბიზნესს.

 

არაპროფილურ ბიზნესებად არ უნდა მივიჩნიოთ ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბანკი ცდილობს პრობლემური სესხის დაფარვას. ამ პროცესში შესაძლოა მოხდეს პრობლემური აქტივის დროებით საკუთრებაში მიღება, მისი შემდგომი რეალიზაციის და სესხის დაფარვის მიზნით.

 

ბანკი აპირებს მომავალშიც შეინარჩუნოს ეს პოზიცია და არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !