-
2014-02-21 22:34
უკრაინის რადას გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებული მუხლის ცვლილების შესახებ პირდაპირ ეხება ყოფილ პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს და ის უნდა გათავისუფლდეს.
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის დეკრიმინალიზაციას მხარი 310–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აქედან 54 რეგიონალია, 32 კი – კომუნისტი.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რადის დარბაზში სკანდირება: „ტავისუფლება იულიას!“ ისმოდა.
იულია ტიმოშენკო 2011 წლის ოქტომბერში გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად რუსეთთან ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტის გაფორმებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს.