
ამერიკულმა ტანსაცმლის კომპანია „American Apparel“ - მა უცნაური აქცია ჩაატარა. ქალის თეთრეულის სარეკლამო მოდელად კომპანიის დირექციამ 62 წლის ჯეკი ო’შოგნესი აირჩია.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამერიკის მოსახლეობას მსგავსი ქმედება არ გაუპროტესტებია.
ო’შოგნესის ფოტოები რამდენიმე შტატში გავრცელდა წარწერით, „სექსუალურობა ყველა ასაკში შესაძლებელია“.