-
2014-02-21 20:46
საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ევროპელობა „ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა“, მაგრამ პარალელურად, გამოხატა რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მზადყოფნაც:
„აქ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებაა არჩევანის გამო არასოდეს დაუპირისპირდება ერთნამენთს. ჩვენი ევროპელობა არის ბუნებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ერს არაერთხელ მიუღია. ევროპა ჩვენი ოჯახია, ჩვენი მომავალია," - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხო და არჩევნების თარიღად 15 ივნისი დაასახელა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი 2014 წელს არის ევროპასთან რატიფიცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის შემდეგ, საქართელო გახდება სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან ამ ტიპის ურთიერთობა ექნება.
თუმცა, მარგველშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია: "ევროპასთან ინტეგრაციის პარალელურად, ვაცხადებთ მზადყოფნას გავაღრმავოთ დიალოგი რუსეთთან, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების პრინციპების დაცვით", – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში.