ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.
ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ის თანმდევი გართულებებით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 1925 წელს დაბადებული ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას ბოლნისის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა, რომელსაც პნევმონია აქვს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. „ახალციხის კლინიკა იმედში“ მოთავსებულ შუახნის მამაკაცის ანალიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შესაძლოა, იმაზე მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული 456 ადამიანია, თუმცა მათი გამოვლენა იმის გამო ვერ ხდება, რომ საყოველთაო ტესტირება არ ტარდება.
კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს.