ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" დამფუძნებელი გიორგი კორკოტაშვილი ტვ "პირველის" ეთერში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მატყუარები არიან და ისინი ტყუილით მოვიდნენ.
დღეს კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი და ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოზიციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა. ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
უკრაინაში დაკავებულმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ, რომლის რუსეთში შესაძლო ექსტრადირების საკითხი კიევის სააპელაციო სასამართლომ 26 იანვარს უნდა განიხილოს, საქართველოში მის მხარდამჭერებს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი საქართველოს მიერ რუსეთისთვის გიორგი ცერცვაძის პერსონალური მონაცემების გადაცემის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არ არის რუსეთის საგამოძიებო ორგანოებთან საქართველოს თანამშრომლობის პირველი შემთხვევა.
მსჯავრდებული პოლკოვნიკი რომან შამათავა მიმართვას ავრცელებს და ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, არ დაუშვან მტრისთვის ქართველი ჯარისკაცის გადაცემა.
Vivus.ge-ს ბლოგმა გადაწყვიტა საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ და არჩევანი ცნობილი ბრენდების ისტორიებზე შევაჩერეთ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, მის შემდგომ დღეებში და ზოგადად, შიდაპარტიული დაპირისპირების კულმინაციამდე "ფეისბუქის" დახურულ ჯგუფებში გამოქვეყნებული სტატუსები, სადაც აშკარად ჩანს, როგორ დაიწყო კონფლიქტი ენმ-ს ყოფილ ლიდერშიპსა და აქტივისტებს შორის, დღეს ენმ-ს აქტივისტმა რუსუდან ცირეკიძემ გაასაჯაროვა.
თბილისის ყოფილი მერი, პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ოდესის გუბერნატორობის შეთავაზებაზე დათანხმება პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი და "საპრეზიდენტო ცხოვრების სიმულაცია", ანუ "ის, რაც სააკაშვილს დააკლდა" იყო.
იმის დასტურად, რომ არჩევნების დღეს დარღვევების დაფიქსირების კუთხით რეგიონებში ადგილობრივი ლიდერები სუსტად მუშაობდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში უბნების დარბევის ამსახველი კადრების არარსებობას ასახელებს.