
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრეზიდენტის სიძის მეგობრის დაკავების ფაქტზე განცხადებას აკეთებს.
მინისტრის განცხადებით, საუბარი ე.წ. ჩადებებზე ეს არის მოგონილი ამბავი.
"ნებისმიერ შემთხვევაში, მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არავინ არაფერს არ უდებს. ყველა ეს განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით ემსახურება, იმას რომ უნდათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია, ის ფაქტები რაც სახეზე გვაქვს ეს არის რეალური ფაქტები და ყველა საუბარი. ე.წ. ჩადებებზე ეს არის მოგონილი", - განაცხადა შს მინისტრმა