გინესის წიგნში მოხვედრის კანდიდატი, 117 წლის, გალში მცხოვრები ქალი გარდაიცვალა

Image

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მცხოვრები 117 წლის ქალი 16 მარტს, თავისი დაბადების დღიდან ზუსტად ერთი თვის თავზე გარდაიცვალა. 

 

ნუცა ადლეიბა-დუმავა 1900 წლის 16 თებერვალს დაიბადა. ის ორ მსოფლიო ომს, 1917 წლის რევოლუციას, გასაბჭოებას, კოლექტივიზაციას, რეპრესიებს, "პერესტროიკას" და სსრკ-ს დაშლას, ასევე, რუსეთის მიერ ინსპირირებულ ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებას მოესწრო. 

 

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თავს კარგად გრძნობდა, თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა. 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ნუცა ადლეიბა-დუმავას მონაცემები გინესის წიგნში მოსახვედრად ჰქონდათ გაგზავნილი, რათა ის პლანეტის ყველაზე ხნიერ ადამიანად დასახელებულიყო, თუმცა, რეკორდების წიგნში მოხვედრა ვერ ხერხდებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რადგან განაცხადის ავტორები არ ეთანხმებოდნენ გინესის წიგნის კომისიის წინადადებას, ნუცა ადლეიბა-დუმავა დასახელებულიყო, როგორც საქართველოში მცხოვრები და ამ ქვეყნის მოქალაქე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?