
გვჯერა, ,,ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, დადგა დრო, რომ უკეთესი კანონების დაწერა დავიწყოთ, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონს რამდენიმე წუთის წინ ვეტო დაადო ,პრზედენტმა მის მიერ გამოყენებული ვეტოების ისტორია გაიხსენა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.
,,მე ვიცი,რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველამ იცის ,რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს , მოგიწოდებდით,რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები. ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, დადგა დრო ,რომ ყველამ დავიჯეროთ ვეტო დაძლევადია და შესაძლებელია, დრო დადგა, რომ უკეთესი კანონების დაწერა დავიწყოთ, " -მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.