
გვიან ღამით, რამდენიმე პირმა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე GPC-ის ერთ-ერთი აფთიაქი დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.
თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის დეტალები არ კონკრეტდება. სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.