-
2017-03-21 13:53
7 აპრილს პარლამენტში პრეზინდეტის შემაჯამებელი გამოსვლა დაიგეგმა. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მისვლის საკითხს ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ისინი ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არიან.
საპარლამენტო უმრავლესობა დებატებს მხარს არ უჭერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხება.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით, პარლამენტში წარდგება 7 აპრილს. მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, როგორც ეს იქნება განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და როგორც იქნება ეს ჩამოყალიბებული კონსულტაციების შედეგად,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.