
რუსთავში ძლიერმა ქარმა სპორტის ქუჩაზე ორი ფიჭვის ხე მოგლიჯა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა პრობლემები შექმნა საცხოვრებელ კორპუსებშიც, რამდენიმე მისამართზე სახურავია დაზიანებული.
ელექტროგადამცემი ბოძი წაიქცა ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე, რის გამოც დენი ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა.
სტიქიის მიერ მაიაკოვსკის ქუჩაზე გადახდილი სახურავი საკუთარი თვალით ნახა რუსთავის მერმა და შესაბამის სამსახურებს განკარგულებები მისცა.