რუსეთის ქალაქ კლინციში, რომელიც ბრაინსკის ოლქის ერთერთი უდიდესი ქალაქია, ქალაქის დღის აღსანიშნავად, ბაიკერთა ჯგუფ "ღამის მგლებთან" ერთად, რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელიც ჩავიდა.
,,ქრონიკა+"რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის სასამართლო დასრულდა. პროცესის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დავით ხარშილაძე გამართლდა. ,,უდანაშაულო და თავისუფალია"-წერს ელისო კილაძე.
რაჭაში მომხდარ უბედურ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ უკანონო, ე.წ. სასაზღვრო ღობესთან ახლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ახალი საგუშაგო გახსნა.
რუსი ოკუპანტების კუთვნილი საინჟინრო ტექნიკა ყარაფილაში, უკანონოდ დამონტაჟებულ, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს, 19 სექტემბერს გრუნტის გზის დატკეპნაზე მუშაობდა, - ინფორმაციას და ვიდეოს "ძალა ერთობაშია" სამშვიდობო მონიტორინგის ფარგლებში ავრცელებს.
გორის რაიონის სოფელ ყარაფილაში, სასაფლაოს ზედა მხარეს, ფერდობზე გაჩენილ ხანძარს 19 სექტემბერს მთელი საღამოს განმავლობაში ცხინვალიდან და ახალგორიდან მოსული სახანძრო რაზმები ებრძოდნენ.
დღეს, როცა აქტიურად განიხილება აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის დაწყების საკითხი, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რა შედეგი მოიტანა გაეროს მისიით რუსეთის მიერ განხორციელებულმა ერთადერთმა სამშვიდობო მისიამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მათ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, ოკუპირებულ აფხაზეთში შეასრულეს.
სროლა თემქაზე - დაჭრილია მამაკაცი . შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი.
ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ და აზერბაიჯანელმა აქტივისტმა დაშგინ აღალარლიმ იმ პირების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი მტკიცებითთ, უთვალთვალებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით ამ ადამიანებს კავშირი აქვთ 29 მაისს, თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცებასთან.