ოზურგეთში მერის არჩევნები წინასწარი მონაცემებით, ოლქის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.
გურიაში ღამის განმავლობაში დაითვალეს ხმების 100% და წინასწარი მონაცემებით, კონსტანტინე შარაშენიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით აჯობა.
62-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, ბეგლარ სიორიძემ 17 227 ხმა დააგროვა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 17 306.